ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდნენ და ამ დროისთვის გაწერილები არიან კლინიკიდან.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ წლისა და რვა თვის ბავშვი ფოთიდან, 19 წლის ბიჭები ხობიდან და ფოთიდან, 52 წლის მამაკაცი ფოთიდან და 68 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. ამ დროისათვის ყველა მათგანი გაწერილია კლინიკიდან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.