ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 79 წლის მამაკაცია მოთავსებული

19:18, 08.08.2020

ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 79 წლის მამაკაცია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„79 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი