ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 25 წლის ქალია მოთავსებული

01:25, 03.09.2020

ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 25 წლის ქალია მოთავსებული. ის ურეკიდანაა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„25 წლის ქალს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი