ფოთის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდნენ. ამჟამად კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პირია მოთავსებული.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 40 წლის მამაკაცი ფოთიდან და 27 წლის ქალი ოზურგეთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.