ფოთის სამედიცინო ცენტრში 21 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ფოთის სამედიცინო ცენტრში 21 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ფოთის სამედიცინო ცენტრში 21 კოვიდინფიცირებული ​მკურნალობს. ჰოსპიტლის დირექტორ თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ კლინიკიდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა ბინაზე. ამ დროისთვის 21 კოვიდპაციენტი გვყავს, მათ შორის ერთი ფოთიდან არის, დანარჩენები კი, აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნებათ პნევმონია. მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, ფოთის კლინიკა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 17-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.