ფოთის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ფოთის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე თორნიკე შონია თანამდებობიდან გადააყენეს.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 18-მა წევრმა მიიღო, აქედან საკითხს 13-მა დაუჭირა მხარი.

„ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რათა დღეს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. შენს პირად სურვილებს, ამბიციებს არ უნდა მისცე საშუალება, საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გავაუმჯობესოთ სამუშაო პროცესი. კიდევ იქნება საკრებულოში ცვლილებები და ვფიქრობ, მომავალში გამოჩნდება ჩვენი გადაწყვეტილებების მართებულობა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი, მიიჩნევენ, რომ თორნიკე შონია დაისაჯა, რადგან მან  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა.  თავად, შონია, კი ამბობს, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნების“ დატოვებას გეგმავს.

„რატომ გადამაყენეს, უფრო ისინი ახსნიან ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. „ქართული ოცნების“ ფრაქციას, რა თქმა უნდა, დავტოვებ და ვაპირებ დამოუკიდებლად დარჩენას, ჩემი უბნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვიქნები, ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოსახლეობისთვის ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა თორნიკე შონიამ.

დატოვე კომენტარი