ფოთის საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ფოთის საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა. ლიტურგია ღია ცის ქვეშ შესრულდა. მრევლს შორის დაცული იყო დისტანცია. მეუფე გრიგოლმა არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვითარება რთული, ქვეყანა კი დაპაუზებულია.

„თუ ყველაფერი გაჩერებულია, როცა ეს მდგომარეობა მოიხსნება მძიმე მდგომარეობა იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა ყველასი, განსაკუთრებით იმათი, ვინც უნდა უზრუნველყოს კვლავ ამუშავება ქვეყნისა. ქვეყანა დაპაუზებულია და ჯერ კიდევ ის პროცესია, როცა რაღაცები იკეტება, რაღაცნაირად შეზღუდვები თითქოს მატულობს. ვნახოთ, რა იქნება. მე შემიძლია ადამიანურად შევხედო ამ ყველაფერს და ისე შევაფასო, ასეთია ჩემი აზრი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.