ფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზს სამართალდამცავები სწავლობენ
ფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზს სამართალდამცავები სწავლობენ

ფოთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზს სამართალდამცავები სწავლობენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მე-9 კლასის მოსწავლის მშობლის განცხადებით, პედაგოგმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩემს შვილზე ბულინგი განხორციელდა. პედაგოგმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლებები შეულახა“,- აცხადებს მშობელი.

აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება პედაგოგი და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, იგი კონკრეტული მათემატიკური ამოცანის ამოხსნის ხერხით დაინტერესდა, რასაც მოსწავლის გაღიზიანება მოჰყვა.

საქმეში სოციალური აგენტი ჩაერთო. ამასთან, მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს სკოლის დისციპლინარული კომიტეტიც განიხილავს.

მე-9 კლასის მოსწავლე ამჟამად ფსიქოლოგის კონსულტაციებს გადის.