ფოთის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 165 აბიტურიენტიდან სამი გამოცდაზე არ გამოცხადდა
ფოთის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 165 აბიტურიენტიდან სამი გამოცდაზე არ გამოცხადდა

ფოთის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთში ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მიმდინარეობს. მისივე თქმით, უსაფრთხოების ნორმები დაცულია, როგორც საგამოცდო ასევე, სარეგისტრაციო ველში.

„დღეს პირველ სესიაზე 165 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და სამი არ გამოცხადდა. გამოცდები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია დაცულია, როგრც საგამოცდო სექტორებში ასევე, სარეგისტრაციო ველში.

მეორე სესიაზე რეგისტრაცია ორ საათზე იწყება, გამოცდა კი სამ საათზე. ველოდებით 165 აბიტურიენტს“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე დაიწყო. გახსნილია 21 საგამოცდო ცენტრი. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.