ფოთის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება აქვს შეწყვეტილი
ფოთის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება აქვს შეწყვეტილი

ფოთის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება აქვს შეწყვეტილი. ავარიული გათიშვა გუშინ საღამოს მოხდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„მალთაყვის უბანში, კანალიზაციის მშენებლებმა დააზიანეს 250 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და წყლის მიწოდება 18:00 საათისთვის აღდგება“, – განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსმა, ნუგზარ ფაცაციამ.