ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა [ფოტო]
ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა [ფოტო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა.

გზის მორეცხვის მასშტაბური სამუშაოები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (ა)იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც.

„გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს. ეს პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.