ფოთის პორტში თურქული გემი TCG Bayraktar-ი შევიდა [ფოტო]
ფოთის პორტში თურქული გემი TCG Bayraktar-ი შევიდა [ფოტო]

ფოთის პორტში თურქული გემი TCG Bayraktar-ი (L-402) შევიდა. გემზე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები საზღვაო სწავლებას გაივლიან. ხომალდზე 500-მდე პირი იმყოფება.

ვიზიტის მიზანი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცებაა.

„საქართველო და თურქეთი მეზობელი და მეგობარი ქვეყნებია. ვიზიტი სწორედ ამ ურთიერთობების ფარგლებში ხორციელდება. ეს გახლავთ სამხედრო სასწავლებლის გემი, რომელზეც იმყოფება დაახლოებით 350 სტუდენტი. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, რომელთა შორის ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.

გემი TCG Bayraktar-ი (L-402) ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.