ფოთის პორტის გენერალური დირექტორი - მეორადი ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პორტში შეფერხება გამოიწვია
ფოთის პორტის გენერალური დირექტორი - მეორადი ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პორტში შეფერხება გამოიწვია

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა პორტში ბოლო პერიოდში არსებულ შეფერხებებზე ისაუბრა.

კლაუს ჰოლმ ლოურსენის ინფორმაციით, ავტომობილების იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, ფოთის პორტი დადგენილ ვადებში ტვირთების მომსახურებას ვეღარ ახდენს.

„როგორც იცით, ფოთის პორტში მეორადი ავტომობილების იმპორტის ნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია. იცით, რომ ერთ კონტეინერში ოთხი მანქანაა მოთავსებული და ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კონტეინერებიდან ავტომობილების გამოყვანის სერვისს, რაც საკმაოდ საფრთხილო და საპასუხისმგებლო საქმეა. ავტოიმპორტის ზრდა იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენი სიმძლავრეები აღარ გვყოფნის, რათა მომხმარებლებს დროულად მოვემსახუროთ. სამწუხაროდ, სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული დაგვიანებები და ადამიანებმა ვერ მოახერხეს ავტომობილების წაყვანა დროულად. წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ჩვენ ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამთავრობო უწყებებთან, რომ დროულად მოგვარდეს პრობლემა და სერვისის მიწოდება სწრაფად მოვახერხოთ. კარგი ამბავი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მუშაობას ვაგრძელებთ და ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან კონტეინერების გახსნისა და ჩამოტვირთვის პრობლემა მაქსიმალურად შემცირდება“, – განაცხადა ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა.