ფოთის ორივე შესასვლელთან განთავსებულ საგუშაგოზე მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს
ფოთის ორივე შესასვლელთან განთავსებულ საგუშაგოზე მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს.
როგორც ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განაცხადა, ფოთში სატვირთო ოპერაციები არ წყდება და ქალაქში ტვირთების შემოტანა თუ გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს
„მთავრობის დადგენილების შესაბამისად ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გაიხსნა საგუშაგოები, სადაც განთავსებული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ისინი ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ, მგზავრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სატვირთო ოპერაციები არ წყდება. ქალაქში ტვირთების შემოტანა და გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უცხოეთიდან შემოსული მძღოლები კონტროლდებიან განსაკუთრებით მკაცრად, მათ უტარდებათ სპეციალური სამედიცინო შემოწმება“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურღელიამ.