ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

ფოთში შეიზღუდა რესტორნების, კაფე-ბარების, სარიტუალო სახლების მუშაობა. სრული დატვირთვით მუშაობს სუპერმარკეტები, აფთიაქები. ფოთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას არ ემუქრება.