ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ 1 000- მდე ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ 1 000- მდე ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა 1000- მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადასცა.

სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტი დაურიგდათ.

„კალათების განაწილების პროცესში ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილები, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად ჩაერთნენ. პროდუქტის დარიგება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.