ფოთის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა
ფოთის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელმირა სიჭინავა აცხადებს, რომ უბნიდან მისი გაძევება სცადეს. მისი თქმით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო,0 რაც მან დარღვევის შესახებ საჩივარი დაწერა. ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე დილიდან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აკვირდებიან ბიულეტენებს, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებს კონკრეტული ამომრჩეველი არჩევანს.

მე-7 საარჩევნო უბანზე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მცირე ინციდენტი დამკვირვებლებს შორის კამათმა გამოწვია.

„სერიოზული სახის ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. დამკვირვებლებს შორის იყო უთანხმოება, რომლებიც ხმამაღლა კამათობდნენ. მივეცი შენიშვნა, რადგან საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა. დაწერეს საჩივარი, წესისამებრ გავეცი ცნობა და საარჩევნო პროცესი გაგრძელდა“, – განცხადა კომისიის თავმჯდომარე ლელა კიღურაძემ.

ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა.