ფოთის მერის პირველ მოადგილედ კოტე თოფურია დაინიშნა
ფოთის მერის პირველ მოადგილედ კოტე თოფურია დაინიშნა

ფოთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა. ის ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგის კურატორი იქნება.

თოფურიას თქმით, არსებული პრობლემების საფუძვლიანად შესწავლა მოკლე დროში მოხდება და მათი გადაწყვეტის გზებიც დაიგეგმება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში შევძლებთ არსებული პრობლემების საფუძვლიანად შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზების დაგეგმვას. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა. ზუსტად ვიცი, ჩვენ გუნდი ამას შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობამ დაინახოს ქალაქში დაწყებული ცვლილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს კოტე თოფურიამ.

მერის ახალი მოადგილე პროფესიით ეკონომისტია. 1994-2000 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2000 წლიდან კერძო სექტორში მუშაობდა.

ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი თოფურიამ თანამდებობა 12 ოქტომბერს დატოვა.