ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა
ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა. მერიაში აცხადებენ, რომ თოფურიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილებაა. ის ძალიან დაგვაკლდება ყველას, როგორც კარგი პროფესიონალი. მან ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, რათა ის პრობლემური დარგები, რაც ებარა, წინ წამოეწია. ამისთვის მადლობელი ვართ და გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.

ირაკლი თოფურია ფოთის მერის მოადგილედ 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგს კურირებდა.