ფოთის მერიასთან ქალაქში გავრცელებული თევზის სუნი გააპროტესტეს
ფოთის მერიასთან ქალაქში გავრცელებული თევზის სუნი გააპროტესტეს

​ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა, რომელზეც ქალაქში გავრცელებული თევზის სუნი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ქალაქის მერთან, გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. პოლიციამ შეკრებილებს სავალი გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ჩამოვიდეს, საიმედო სიტყვა მისცეს ამ ხალხს. კი, ბატონო, დავიშლებით, ხვალ ისევ მოვალთ, არაა პრობლემა, არაა ლამაზი ადამიანების აგდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.