ფოთის მერიაში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით მსჯელობენ
ფოთის მერიაში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით მსჯელობენ

ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით მსჯელობენ.

დიალოგში ჩართულები არიან სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.

„პრობლემა, რომელიც ცამეტი წელია არსებობს, უნდა გადავჭრათ ისე, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც თანამოქალაქეები. შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ალექსანდრე მოწერელიამ.

ფოთში 24 დეკემბერს აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს. აქციის მიმდინარეობისას მათ ფოთის ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.