ფოთის „კოლხეთმა“ ყაზახეთის „ულიტაუსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

19:45, 09.02.2025

ფოთის „კოლხეთმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ყაზახურ „ულიტაუსთან“ გამართა და 1:1 დაასრულა. ფოთელთა მხრიდან ბურთი არჩილ დათუაშვილმა გაიტანა.

„ულიტაუ“ – „კოლხეთი“ 1:1

კოლხეთი 1913 “-ის სასტარტო შემადგენლობა: ზნოვენკო, ფაღავა, გრიგალავა, დათუაშვილი, შეყილაძე, ინაიშვილი, ფირანაშვილი, ჩანქსელიანი, ბართიშვილი, კრასოვსკი, ჩიხრაძე.

მეორე ნახევარში შევიდნენ: ხარშილაძე, გიუნაშვილი, ახალაძე, კვირკველია, მოისწრაფიშვილი, ხარებავა, ავალიანი, ჩიქოვანი, კლიმოვი.

ფოთელებმა თურქულ შეკრებაზე უკვე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარეს – პირველში ოდესის „ჩერნომორეცი“ 4:3 დაამარცხეს, მეორეში უზბეკეთის ჩემპიონ ქარშის „ნასაფთან“ 1:4 დამარცხდნენ.

მსგავსი