ფოთის „კოლხეთმა“ ამხანაგურ მატჩში „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ამხანაგურ მატჩში „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც „სამგურალი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.

ანგარიში ფოთელებმა კლიმოვის გოლით გახსნეს. „სამგურალის“ 17 წლის დებიუტანტმა, საყრდენმა ნახევარმცველმა ხეცურიანმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სტუმრებმა აბუაშვილისა და ავალიანის ზუსტი დარტყმებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

წყალტუბოელებმა ბულისა და ლუკა ხორხელის ზუსტი დარტყმებით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ფოთოლებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ მოიგეს – 4:3.

„სამგურალი“ – „კოლხეთი“ 3:4

გოლები: 0:1 კლიმოვი (17), 1:1 ხეცურიანი (25), 1:2 აბუაშვილი (30-პენალტი), 1:3 ავალიანი (58), 2:3 ბული (75), 3:3 ლ. ხორხელი (79), 3:4 დათუაშვილი (84).

„სამგურალი“ (I ტაიმი): ყალიჩავა, შერგელაშვილი, ქარიმოვი, ხაბულიანი, წულაია, ხეცურიანი, ვინისიუსი, დარსაძე, კვარაცხელია, ჟან როდრიგესი, ფანცულაია.

(II ტაიმი): ქასრაძე, აბულაძე, ხაბულიანი (წულაია), ახვლედიანი, ბული, იაშვილი, ჯანჯღავა, ჩიხლაძე, სულაბერიძე, ლ. ხორხელი, გოლეთიანი

„კოლხეთი“ (I ტაიმი): კოტლიაროვი, ფაღავა, ფილიპიაკი, გიუნაშვილი, ახალაძე, ჯიჯავაძე, მოისწრაფიშვილი, ხარებავა, ფაჩულია, აბუაშვილი, კლიმოვი.

(II ტაიმი): კუზუბი, ჩანქსელიანი, გრიგალავა, დათუაშვილი, შეყილაძე, კაპანაძე, ქობულაძე, ავალიანი, ბართიშვილი, კრასოვსკი, ჩიხრაძე, ხელაია, ინაიშვილი, ანდღულაძე, კვირკველია.