ფოთის „კოლხეთი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა - დათა სიჭინავა „სიონში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დათა სიჭინავამ დატოვა – ინფორმაცია ჯერ კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა, შემდეგ კი ფეხბურთელმა დაადასტურა.
„ცნობილი გახდა, რომ ფოთის „კოლხეთი“ დატოვა გუნდის ნახევარმცველმა, დათა სიჭინავამ, რომელსაც თავისი აქტიური კარიერის დიდი ნაწილი ჩვენს კლუბში აქვს გატარებული.
„კოლხეთი“ მადლობას უხდის დათას ჩვენს გუნდში გატარებული ნაყოფიერი წლებისათვის და უსურვებს როგორც კარიერის წარმატებით გაგრძელებას, ასევე ულევ ოჯახურ ბედნიერებას“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დათა სიჭინავამ კი კლუბს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ფოთის „კოლხეთს“, მამუკა ჯუღელსა და ზაზა ინიაშვილს, ფეხბურთელებს, სამწვთრნელო შტაბს და თითოეულ გულშემატკივარს, „კოლხეთი“ ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ოჯახი. ბედნიერი ვარ, რომ წვლილი შევიტანე ამ დიდ საქმეში, რითიც მთელი ფოთი გავახარეთ“.
საქართველოს პირველი არხი დაუკავშირდა მოთამაშეს, რომლის თქმითაც, ის ბოლნისის „სიონში“ დაბრუნდა, სადაც 2021 წელს გამოდიოდა.