ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული
ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული

ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული.

მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ოთხივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფება.

„კლინიკაში იმყოფება ოთხი პაციენტი. 6 წლის ბიჭი და 78 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე, 18 ბიჭი ლანჩხუთიდან და 61 წლის ქალი ჭალადიდიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისათვს. პასუხები სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.