ფოთის ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზებიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთში, „ცხელების კლინიკიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხები ცნობილია. არც ერთ პაციენტს „კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. მათგან ყველაზე უმცროსი სამი წლის გოგონაა.
„დღეს გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. რაც შეეხება ცხელების ცენტრში მოგიანებით შეყვანილ პაციენტებს, მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ხვალ გაიგზავნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.