ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან გადაყვანილი.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი – 35 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 34 წლის ქალი ფოთიდან. ორივე მათგანს უკვე ჩაუტარდა ტესტირება. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ანალიზის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.