ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ გადანაწილებული.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. იგი ოზურგეთიდანაა. მას კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი კვლევის შედეგი უარყოფითია. ისინი მალე დატოვებენ კლინიკას“, -განაცხადა ჰოსპიტლის წარმომადგენელმა, თეა მიგინეიშვილმა.