ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:13, 03.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 29 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.

მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

„29 წლის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი უკვე ცნობილია. მას „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი