ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

00:56, 12.08.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებულები.

ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

„კლინიკაში იმყოფებოდა ოთხი პაციენტი – 20 წლისა და 63 წლის ქალები ფოთიდან, ასევე 33 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 65 წლის მამაკაცი სენაკიდან. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარდა. არც ერთ მათგანს ,,კოვიდ-19″ არ აღმოაჩნდა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი