ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

14:21, 27.08.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამჟამად, სტაციონარში საეჭვო სიმპტომებით 71 წლის ქალია მოთავსებული, ის ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

„71 წლის პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი