ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 65 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

ამჟამად, კლინიკაში საეჭვო სიმტომებით 88 წლის მამაკაცი რჩება. იგი ლანჩხუთის მკვიდრია.

„65 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“კვლევისთვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 88 წლის პაციენტს კი ტესტირებას ხვალ ჩაუტარებენ“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.