ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი. 62 წლის მამაკაცი ბათუმიდან, ასევე, 25, 28, 32 და 75 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა, სამი პირი კი, ხვალ დილით ჩაიტარებს ტესტირებას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.