ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი. 40 წლის და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგონა ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან. ოთხი მათგანის ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა, ერთი პირი კი, ხვალ დილით ჩაიტარებს ტესტირებას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.