ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული. იგი ფოთის მცხოვრებია.

ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება 30 წლის პაციენტი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“კვლევისთვის. ამჟამად იგი ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას“,  – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.