ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს

14:14, 02.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 29 წლის მამაკაცია მოთავსებული.

მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„29 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ დღეს გვიან გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი