ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 41 წლის ქალია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 41 წლის ქალია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 41 წლის ქალია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„41 წლის ქალს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ ხვალ, გვიან გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.