ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 40 წლის ქალია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 40 წლის ქალია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 40 წლის ქალია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„პაციენტის ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად მას ბოქსირებულ პალატაში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.