ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

სამივე მათგანი ფოთიდანაა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.

„ჩვენს კლინიკაში ტესტირება ჩაუტარდა 64 და 65 წლის მამაკაცებს, ასევე 25 წლის ქალს ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“-კვლევისთვის იყო გაგზავნილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.