ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტი იმყოფება, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.
გაუკეთდებათ თუ არა მათ ანალიზი „კოვიდ 19“-ზე, ხვალ გახდება ცნობილი.
„პაციენტთაგან ერთ-ერთი ათი წლის ბავშვია ქობულეთიდან, მას ცხელება აღენიშნება. ასევე, ცხელება აქვს 66 წლის მამაკაცს ზუგდიდიდან. 22 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში ზუგდიდის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ცხელების სიმპტომითაა შეყვანილი. ასევე, არის კიდევ ერთი პაციენტი მესტიიდან, იგი 79 წლისაა და მასაც ცხელება აღენიშნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.