ფოთის ჰოსპიტალში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

22:38, 08.04.2020

ფოთის ჰოსპიტალში, „ცხელების ცენტრში“ რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია.

„ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ხუთივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. თითოეულ მათგანს აღენიშნებოდა მომატებული ტემპერატურა. პნევმონია კი არც ერთს არ აქვს და ეს იმედს გვაძლევდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. პაციენტები ჯერ ფოთის ჰოსპიტალში რჩებიან და იქ აგრძელებენ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი