ფოთის ჰოსპიტალში ოკუპირებული გალის რაიონ​იდან კორონავირუსის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს
ფოთის ჰოსპიტალში ოკუპირებული გალის რაიონ​იდან კორონავირუსის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების ცენტრში წუხელ გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვრის გავლით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი შეიყვანა. ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ განაცხადა.

„ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ახლა პაციენტი ბოქსირებულ პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მხეიძემ.