ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:25, 13.04.2020

ფოთის ჰოსპიტალში, „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.

„112-ის მიერ, ქობულეთიდან და ოზურგეთიდან შემოყვანილ პაციენტებს, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად პნევმონია დაუდგინდათ, ხოლო ზუგდიდელ პაციენტს ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ აღმოაჩნდა. გადავწყვეტთ, დარჩებიან კლინიკაში, თუ შინ გააგრძელებენ მკურნალობას“, – აცხადებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მხეიძე.

მსგავსი