ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

23:40, 23.06.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.

„35 წლის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. მისი ანალიზის პასუხი მივიღეთ და იგი უარყოფითია. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე გავწერეთ კლინიკიდან “, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი