ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 30 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 30 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 30 წლის მამაკაცი ფოთის მცხოვრებია, იგი უკვე გაწერეს კლინიკიდან.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.

„პაციენტის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. მას „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა. იგი უკვე გაეწერა კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.