ფოთის ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის, მათ შორის შვიდი თვის ბავშვის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის, მათ შორის შვიდი თვის ბავშვის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების ცენტრში ხუთი პაციენტი იმყოფება.

მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ხუთ პაციენტს ბიოლოგიური მასალა უკვე ავუღეთ და გავაგზავნეთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის. პაციენტები არიან 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატებში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.