ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ოთხი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ოთხი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი პირი იმყოფება. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

„40-წლამდე მამაკაცს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგისას დაუდგინდა მაღალი ტემპერატურა და აქვს ჩვეულებრივი ანგინა, მაგრამ ყელია ძალიან ატიპიური. ასევე ცხელების ცენტრში შემოიყვანეს ორი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, ორივე მათგანს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, დამატებული სუნთქვის უკმარისობა. რაც შეეხება ბავშვს, ის არის ორი წლის, აქვს მგზავრობის ისტორია თურქეთში და სიცხე დაეწყო ჩამოსვლიდან მე-15 დღეს. გადაწყდა, რომ ყველა მათგანს ავუღოთ ანალიზი, რამე რომ არ გამოგვეპაროს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.