ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ოთხი პაციენტი. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ისინი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში და უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.