ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. ის ფოთის მცხოვრებია.

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად მას ბოქსირებულ პალატაში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.