ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი მკურნალობს

10:59, 01.02.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 817 პაციენტი, გარდაცვლილია 29, აქტიური პაციენტია 169, მათ შორის სტაციონარშია 52, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 36 ინფიცირებული, კარანტინშია სამი, ბინაზე 114, თვითიზოლაციაზე კი 194. ტესტირება ჩაუტარდა 41 პირს, მათგან 51 პირს“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

მსგავსი